20 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
სულ მცირე 23 გარდაცვლილი - რიოს მეტროში მასშტაბურ სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა

რიო-დე-ჟანეიროს მეტროში სროლის შედეგად სულ მცირე 23 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის პოლიციელიც. 

სროლა ერთ-ერთ ფაველაში, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიწყო. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ოპერაციაში 200-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა. 

სროლის შედეგად დაიჭრა მეტროს ორი მგზავრი, თუმცა მათი გადარჩენა მოხერხდა. 

რიო-დე-ჟანეირო ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ქალაქია და ტერიტორიის დიდ ნაწილს დამნაშავეები აკონტროლებენ, მათი უმეტესი ნაწილი გავლენიან ნარკო-დაჯგუფებებთან არის კავშირში.

დღის ამბები