20 აპრილი 2024,   11:00
ვრცლად
გაშიფრულია "გრუ-ს" აგენტის რეალური ვინაობა - ვინ აღმოჩნდა ის?

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის, ალექსანდრ მიშკინის ყალბი პასპორტი მოლდოვის მოქალაქეს ეკუთვნის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნამდვილი უცხოური პასპორტის მფლობელი 38 წლის მოლდოვის მოქალაქეა. ფრენების მონაცემთა ბაზის თანახმად, რომელზეც ჟურნალისტებმა მიიღეს წვდომა, აღნიშნულმა პირმა პასპორტი ჩეხეთის საწყობში აფეთქებების შემდეგ 2015 წელსაც გამოიყენა.

მიშკინი სერგეი სკრიპალსა და მის ქალიშვილზე თავდასხმაში, ასევე ჩეხეთში სამხედრო საწყობის აფეთქებაში არის ეჭვმიტანილი. გუშინ საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ ბელინგქეთის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ალექსანდრ მიშკინი და დაზვერვის კიდევ ერთი ოფიცერი ანატოლი ჩეპიგა დააწინაურეს. ამჟამად ისინი კრემლისთვის მუშაობენ.

დღის ამბები