25 ივნისი 2021,   16:13
ვრცლად
დიდმა ბრიტანეთმა 12 ქვეყანა "მწვანე" სიაში შეიყვანა - მოგზაურებს ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ 

დიდმა ბრიტანეთმა 12 ქვეყანა "მწვანე" სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილების მიხედვით, მოგზაურობის მსურველებს, რომლებიც ინგლისში მწვანე სიაში შეყვანილი ქვენებიდან დაბრუნდებიან, სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. გადაწყვეტილება ძალაში 17 მაისიდან შევა.  

მწვანე სიაში შესულია პორტუგალია, ისრაელი, გიბრალტარი, სინგაპური, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კიდევ 6 ქვეყანა. ამ ქვეყნებიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს ინგლისში სავალდებულო კარანტინის გავლა აღარ მოუწევთ. 

"მწვანე" სიის გარდა ინგლისში შემსვლელთავის კიდევ რამდენიმე ფერი მოქმედებს - ქარვისფერი და წითელი ქვეყნების სია. ამ ქვეყნების სტატუსი გარკვეულწილად დამოკიდებულია თითოეულ ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობაზე და ვაქცინების გავრცელების წარმატებაზე.

თუმცა პორტუგალიას, ისრაელს და გიბრალტარს, საკუთარი შეზღუდვები უკვე დაწესებული აქვთ იმ მოქალაქეების მიმართ, რომელთაც სხვა ქვეყნებიდან მიიღებენ.

რაც შეეხება თურქეთს, მალდივებს და ნეპალს, ამ ქვეყნებს ინგლისი 12 მაისიდან წითელ სიაში შეიყვანს, რომლის მიხედვითაც ამ მიმართულებით მოგზაურებს, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე მოუწევთ 10 დღიანი კარანტინის გავლა. 

დღის ამბები