24 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
გაუჩინარებული მინისტრი ტყიდან თავად გამოვიდა - მურახოვსკის ჯანმრთელობა დღეს ექიმებმა შეამოწმეს

ომსკის ოლქის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელსაც 3 დღე-ღამის განმავლობაში ეძებდნენ, საავადმყოფო დატოვა. ალექსანდრ მურახოვსკი ტყიდან ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გამოვიდა და ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად კლინიკაში გადაიყვანეს. 

რუსული ტელეგრამ-არხი Mash Siberia წერს, რომ მინისტრის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

სააგენტო ავრცელებს მინისტრის ფოტოსაც, რომელიც კლინიკის დატოვების შემდეგ არის გადაღებული.

ალექსანდრ მურახოვსკის გაუჩინარების შესახებ დეტალები უცნობია, მის გაუჩინარებას სამი დღის განმავლობაში მსოფლიო მედია აშუქებდა - ომსკის ამჟამინდელი ჯანდაცვის მინისტრი იმ კლინიკის ხელმძღვანელი იყო, სადაც მოწამვლის შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსანდრ ნავალნი მკურნალობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები