20 აპრილი 2024,   05:55
ვრცლად
ამერიკულ ნავთობსადენზე ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა არ იკვეთება - ჯო ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენი განცხადებით, ამერიკულ ნავთობსადენზე ჰაკერულ თავდასხმაში რუსეთის მთავრობის მონაწილეობა არ იკვეთება. თუმცა, კიბერშეტევა რუსეთიდან განხორციელდა, რის გამოც ქვეყანას გარკვეული პასუხისმგებლობა მაინც ეკისრება.

თავდასხმა გუშინ დაფიქსირდა, რა დროსაც გამოსასყიდი მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მონაცემების გასაჯაროებით იმუქრებოდნენ. შტატების პრეზიდენტმა ამერიკის უდიდეს ნავთობსადენზე კიბერთავდასხმა დაგმო.

ბაიდენის თქმით, ის ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას აპირებს, მაგრამ დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები