24 აპრილი 2024,   08:11
ვრცლად
ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა შედგა

ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა შედგა. ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიური დინამიკა აქვს და როგორც მეგობარ ქვეყანასთან, აქტიურად თანამშრომლობს.

ალიევმა ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შესახებაც განაცხადა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სხვა თემებთან ერთად ყარაბაღის საკითხი განიხილეს. სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზებით არის დაინტერესებული.


 

დღის ამბები