25 ივნისი 2021,   16:06
ვრცლად
აწყურში ავტომაგისტრალზე ტრაილერი ამოყირავდა

აწყურში, ავტომაგისტრალზე სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა. ადგილზე პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. ამასთან, ადგილზე სპეცტექნიკა მუშაობს.

გადაყირავებული მანქანის ტვირთი სხვა ტრაილერშია გადატანილი. ავარიის გამო ცენტრალური მაგისტრალის ნაწილი გადაკეტილი იყო.

დღის ამბები