19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
დაღუპული 10 ისრაელელი და 35 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი - საჰაერო დარტყმები ახლო აღმოსავლეთში არ წყდება

სარაკეტო იერიშები არ წყდება ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის. BBC-ს ინფორმაციით, დაღუპულია 35 პალესტინელი, მათ შორის - 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში. დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის, იერიში მიიტანეს თელ-ავივზე.

ასობით რაკეტა გაისროლა ღაზისკენ ისრაელმაც. რამდენიმე საათის წინ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს.

არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებში, ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ.

ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ მოძრაობა ჰამასს თავისი ქმედებები ძვირად დაუჯდება.

მხარეებს იერიშების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს გაერო. დღესვე გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა. არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს შეერთებული შტატებიც და სიმშვიდის მოწოდებით გამოდის.

ამავე თემაზე
დღის ამბები