25 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ამნისტიის ორივე კანონპროექტი პარლამენტში ხვალ დარეგისტრირდება

უქმეების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანო ხვალიდან მუშაობას იწყებს. ხვალვე ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება ამნისტიის ორივე კანონპროექტი, რის შემდეგაც მათი განხილვაც პირველი მოსმენით კომიტეტებში შედგება.

უმრავლესობის შეფასებით, იყო კანონპროექტების შეჯერების მცდელობა, თუმცა გარკვეული პუნქტები მათთვის მიუღებელია. ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ვერსიას კი "ქართულ ოცნებაში" დისკრიმინაციულად თვლიან.

"ხუთშაბათს დარეგისტრირდება პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი და ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც წარდგენილი. ძირითადი სხვაობა არის ის, რომ ჩვენს პროექტში არ არის მოთხოვნა, რომ დაზარალებულის თანხმობა უნდა იყოს, მაშინ, გამოდის, რომ პოლიციელების თანხმობაც უნდა იყოს, ასობით პოლიციელი სხვადასხვა ფორმით და სიმძიმით არის დაზიანებული," - ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

დღის ამბები