19 ივნისი 2021,   03:18
ვრცლად
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ენმ-ს საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდებენ

შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ.

ისინი თვლიან, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საკანონმდებლო ორგანოში მყოფი აქტიური ოპოზიცია მნიშვნელოვანია. თავად შეთანხმებაზე ხელმომწერები კი ხვალიდან საპარლამენტო საქმიანობაში სრულად ჩართვას გეგმავენ.

"რადგან ნიკა მელია გათავისუფლდა, ვიწყებთ საპარლამენტო საქმიანობაში სრულად მონაწილეობის მიღებას. მე ვფიქრობ რომ ეს იქნებოდა მათი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება, თუმცა ცხადია ეს არის ნაციონალური მოძრაობის მიერ მისაღები გადაწყვეტილება," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი სალომე სამადაშვილი.

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ მათი პარლამენტში საქმიანობის აქტიურად დაწყების მიზანი არის ის, რომ აღარ მისცენ "ოცნებას" საშუალება, რომ გააგრძელონ პარლამენტის არსებული ტიპის მართვა.

აქტიურ საპარლამენტო მუშაობას გეგმავს "სტრატეგია აღმაშენებელიც".

დღის ამბები