25 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
სექსმუშაკები ნიდერლანდებში მუშაობის გაგრძელებას მომდევნო კვირიდან შეძლებენ - ქვეყნების ნაწილი შეზღუდვებს ამსუბუქებს

რთული ეპიდვითარება ნარჩუნდება ინდოეთში, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ-19-ს 4000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ე.წ. ინდური შტამის გავრცელების შემთხვევები დაფიქსირდა ფილიპინებში. ინფიცირების მონაცემები ზრდადია ბრაზილიაშიც.  ბუენოს აირესში პედაგოგები ვირტუალურ სწავლებაზე გადასვლას ითხოვენ.

რეგულაციების მოხსნას აანონსებს ქვეყნების ნაწილი. ბელგიაში 9 ივნისიდან შეზღუდვების უმრავლესობა გაუქმდება. ნიდერლანდებში კი, მომდევნო კვირიდან მუშაობის გაგრძელებას სექსმუშაკები შეძლებენ.

ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საბერძნეთი თავის კუნძულებზე მცხოვრები მოსახლეობის სრულად აცრას ივნისის ბოლომდე გეგმავს. 

შეერთებულ შტატებში აცრის მსურველები ვაქცინაციის ცენტრებამდე ტაქსით უფასოდ მისვლას შეძლებენ.

დღის ამბები