24 აპრილი 2024,   09:13
ვრცლად
საარჩევნო რეფორმაზე კაჭრეთში შეხვედრები დასრულებულია - საკითხის განხილვა საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკოსების 2-დღიანი შეხვედრა კაჭრეთში დასრულებულია. საკითხის განხილვა ახლა უკვე საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში გაგრძელდება, რის შემდეგაც ის ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ქალაქგარეთ გამართული შეხვედრებიდან ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა, საარჩევნო რეფორმის უკვე ინიცირებულ პროექტს ახალი პუნქტები დაემატოს.

კონსულტაციებზე ყურადღება გამახვილდა არჩევნებში კონკრეტული ტექნოლოგიების გამოყენებასა და ცესკოსა და საოლქო კომისიებში პარტიულ კვოტაზე.

შეგახსენებთ, მიშელის დოკუმენტით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა დაინიშნოს.

დღის ამბები