18 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ყაზანში სკოლაზე თავდასხმამდე ილნაზ გალიავიევმა საკუთარი სახლის დაწვა სცადა - რა აღმოაჩინა პოლიციამ მის საცხოვრებელ ადგილზე​

რუსეთის ფედერაციაში შემავალ თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში დღეს თავდასხმის შედეგად გარდაცვლილებს დაკრძალავენ. შემთხვევა გუშინ მოხდა, 19 წლის ილნაზ გალიავიევი სკოლას, სადაც ის რამდენიმე წლის წინ სწავლობდა, შეიარაღებული დაესხა თავს.  თავდასხმის შედეგად დაღუპულია 9 ადამიანი - 7 ბავშვი და 2 მასწავლებელი. საავადმყოფოში ამ დრომდე 21 ადამიანი იმყოფება, 6 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც რუსული მედია წერს, სკოლაზე თავდასხმამდე ილნაზ გალიავიევმა საკუთარი სახლის დაწვა სცადა, ვიდრე სკოლისკენ გაემართებოდა, მან საკუთარი სახლის კარს აალებადი ნივთიერება მიასხა და ცეცხლი წაუკიდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ცეცხლი დიდ ფართობზე აღარ გავრცელდა და გამომძიებლებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მაინც შეძლეს.

ილნაზ გალიავიევის სახლში აღმოჩენილი იქნა რამდენიმე შეფუთვა ე.წ სელიტრა, უცნობი ფხვილისებრი ნივთიერება, ალუმინის ფხვნილი და ბოთლი წამალ "მუხომორის" სითხით.

თავად კი ჩხრეკისას თან ჰქონდა Hatsan Escort-ის თოფი და 445 ვაზნა, ასევე, რამდენიმე ათეული ლითონის ქანჩი.

ილნაზ გალიავიევი სკოლასთან დააკავეს. დაკავებისას სამართალდამცავებს განუცხადა, რომ მის სახლში ბომბი იყო დამონტაჟებული, თუმცა ეს შემოწმების შემდეგ სიცრუე აღმოჩნდა.

12 მაისი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე მასობრივი მკვლელობის მუხლით აღძრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები