24 აპრილი 2024,   23:29
ვრცლად
პალესტინა-ისრაელის საკითხზე დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება - ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ინტენსიური სარაკეტო იერიშები, აფეთქებული შენობები და მსხვერპლი - ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 ბავშვია. ისრაელი ირწმუნება, რომ მოკლულია "ჰამასის" 2 ლიდერიც.

მსხვერპლია ებრაულ მხარესაც. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებში - ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ.

ვითარების განსამუხტავად დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება. 

დღის ამბები