19 აპრილი 2024,   18:34
ვრცლად
"ჯერ კიდევ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, ვირუსმა წყლიდან დაიწყოს გავრცელება" - ინდოეთში  გვამებს მდინარეებში ყრიან

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 160 მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ინდოეთია. 

ინდოეთი Covid -19-ის წინააღმდეგ უძლური აღმოჩნდა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 400 000-მდე ინფიცირებული და 4200 დაღუპული - ეს ინდოეთის გასული დღე-ღამის სტატისტიკაა.

"კორონავირუსი მუტაციას განაგრძობს და ის სულ უფრო სახიფათო ხდება. ინდოეთში დაღუპულთა კრემაციას ვეღარ ახერხებენ და გვამებს მდინარეებში ყრიან. დაბინძურდა წყალი. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა, ვირუსმა წყლიდან დაიწყოს გავრცელება," - განაცხადა სირ ​განგა რამის ჰოსპიტალის მთავარმა ექიმმა მოჰსინ ვალიმ.

COVID -19-ის ინდური შტამი სახელწოდებით B.1.617 მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ინდური შტამი შემაშფოთებელი ვარიანტის კატეგორიას მიეკუთვნება.

ინდური შტამის გავრცელებამ და ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ლოკდაუნის გამოცხადებამ საკვებ პროდუქტებზე ფასების კატასტროფული ზრდა გამოიწვია, მოსახლეობა საკვებს გაზრდილი ფასების გამო ვეღარ ყიდულობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წევრ სახელმწიფოებთან ერთად ინდოეთის კრიზისიდან გამოყვანისთვის იბრძვის. მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ვაქცინის წარმოებაში, ახლა covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატებს ევროპის ქვეყნებიდან იღებს. 

 

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები