პირველკლასელების რეგისტრაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო და 5 ივნისამდე გაგრძელდება. პროცესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს. მშობლებს შეუძლიათ განცხადებები თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელექტრონულად გადააგზავნონ ან სკოლაში ჩააბარონ.
სასწავლო დაწესებულება ორი დღის ვადაში დაუდასტურებს მშობელს ელექტრონულ ფოსტაზე განცხადებისა და დოკუმენტაციის მიღებას.