19 აპრილი 2024,   15:19
ვრცლად
სამი ამერიკული ავიაკომპანია და "ბრიტანული ავიახაზები" ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს

სამი ამერიკული ავიაკომპანია და "ბრიტანული ავიახაზები" ისრაელის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

American Airlines, United Airlines და  Delta Air Lines-მა უკვე გააუქმეს ფრენები თელ-ავივის მიმართულებით.

"ბრიტანული ავიახაზებმა" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ჩვენი კოლეგებისა და მგზავრების უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. ვაგრძელებთ მიმდინარე მოვლენებზე მჭიდრო დაკვირვებას.“ - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-ს, კომპანიას ჯერჯერობით თელ-ავივის მიმართულებით ფრენები გაუქმებული არ აქვს.

"ჩვენ რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას“ - ამბობენ easyJet-ში.

 

 

 

 

დღის ამბები