ესკალაციამ, რომელიც ორშაბათს დაიწყო, ისრაელში ებრაელებსა და ისრაელ არაბებს შორის ქუჩაში ძალადობა და დაპირისპირება გამოიწვია.
აკრაში მყოფ ებრაელ მამაკაცს თავს არაბები დაესხნენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იგი სამხედრო ძალების გაგზავნას აპირებს, რათა პოლიციას წესრიგის დაცვაში დაეხმაროს.
ნეთანიაჰუს თქმით, ბოლო დღეებში განხორციელებული თავდასხმები "ანარქიის" ტოლფასი იყო.
"ვერაფერი გაამართლებს არაბების შეურაცხყოფას" ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი.