გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯეიმს კლივერლი, ჰამასს ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიშის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
"ამ დროისთვის დაძაბულობა ძალიან მაღალია. ვცდილობთ დეესკალაციის პროცესს ხელი შევუწყოთ. მოვუწოდებთ ჰამასს შეაჩეროს სარაკეტო შეტევები ისრაელის მიმართულებით. ესკალაციის პროცესი მარტივი არ იქნება, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ," - აცხადებს ჯეიმს კლივერლი.
ახლო აღმოსავლეთში ისევ უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. ისრაელ-პალესტინას შორის დაპირისპირება გრძელდება და იზრდება მსხვერპლი.
ოფიციალური ინფორმაციით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 600-მდე რაკეტა ისროლეს, მათი 90 % ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.
ისრაელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადება.