25 აპრილი 2024,   06:30
ვრცლად
ჩინეთში ბავშვმა, რომელსაც შეჭრილი თმა არ მოეწონა, სალონში პოლიცია გამოიძახა

ჩინეთში მცხოვრები ბავშვი სტილისტის ვარცხნილობით უკმაყოფილო დარჩა და პოლიცია სილამაზის სალონში გამოიძახა.

Global Times-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც სილამაზის სალონის 9 წლის კლიენტი საკუთარ თავს სარკეში უყურებს და ტირის. ბიჭს ახალი ვარცხნილობა არ მოეწონა და მან დახმარების მიზნით პოლიციას მიმართა.

ვიდეორგოლის გმირის და მედიასთან ჰყვება, რომ მისი ძმა საკუთარ ვარცხნილობას ყოველთვის სერიოზულად უყურებდა. მისივე განმარტებით, 9 წლის ბიჭმა სამართალდამცავებთან მაშინ დარეკა, როდესაც სტილისტის მუშაობის "არასასურველი" შედეგი იხილა.

დღის ამბები