ავღანეთში აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა.
ბომბები ავღანეთში ოთხ სხვადასხვა ადგილზე, სამანქანო გზაზე იყო დამონტაჟებული. აფეთქება მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთის მთავრობამ თალიბებთან რელიგიურ დღესასწაულთან დაკავშირებით სამდღიანი ზავი დადო.
ამ დროისათვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.