19 აპრილი 2024,   15:23
ვრცლად
უნგრეთი 16-დან 18 წლამდე მოზარდებს Pfizer-ით აცრის - ვაქცინაციისთვის მშობლების თანხმობაა საჭირო

უნგრეთში ვაქცინაციის პროგრამა უკვე მოზარდებზეც ვრცელდება -  ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალგაზრდა, 16-დან 18 წლამდე მაცხოვრებლები  გამოცდების შემდეგ შეძლებენ Pfizer-ის აცრა მიიღონ. 90 000-ზე მეტი მოზარდი (ასაკობრივი ჯგუფის ნახევარი) ვაქცინაციისთვის დარეგისტრირდა, რისთვისაც  მშობლების თანხმობაა საჭირო.

ერთ-ერთი უნრელი მოარდი, 17 წლის ტამაში დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია დაეხმარება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მას ასევე სურს, რომ საკუთარი ოჯახი დაიცვას.

"ველოდებოდი ამ შესაძლებლობას. როდესაც პირველად გამოაცხადეს, რომ მალე ჩვენი ასაკის კატეგორიას აცრიან, ეჭვი შემეპარა, მივსულიყავი თუ არა აცრაზე, თუმცა შემდგომ მივხვდი, რომ დიახ, უნდა ავიცრა," - განაცხადა მოზარდმა.

დღის ამბები