20 აპრილი 2024,   01:20
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარების გამო ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარება სთხოვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ვითარების გამო ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარება სთხოვა. მოლაპარაკებებს აზერბაიჯანულ მხარესთან 102-ე რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

სიუნიკის რეგიონში აზერბაიჯანული ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციას მიმართა. ერევანი, კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმებაზე დაყრდნობით, რომელშიც საუბარია საფრთხის არსებობის შემთხვევაში ქმედებების კოორდინაციაზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტზე, კონსულტაციების დაწყებას ითხოვს.

ოფიციალურ მოსკოვში განაცხადეს, რომ საზღვარზე არსებული ვითარების გამო ერევნის შეშფოთებას უერთდებიან. ფაშინიანთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზი გაუსვა "სამმხრივი შეთანხმებების ყველა დებულების შესრულების აუცილებლობას (ომის შეწყვეტის შესახებ)".

დღის ამბები