ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის მიხეილ ხეცოიძე "ღამის კურიერში" იქ არსებულკი კწვავე ვითარებისა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების შსახებ ჰყვება.
ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტის თქმით, ისრაელს, გარდა იმისა, რომ ომი აქვს ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ასობით რაკეტის მოგერიება უწევს, ასევე ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანა შიდა სამოქალაქო ომის ზღვარზე იმყოფება.
"სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქალაქ ლოდის გარდა ისრაელის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იერუსალიმში, ლოდში და კიდევ რამდენიმე სხვა სამხრეთ ქალაქში სამართალდამცავების განსაკუთრებული რაოდენობა გაეგზავნა, რადგან მათ მოახერხონ შიდა დაპირისპირების აღმოფხვრა.
მოგეხსენებათ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ისრაელი შიდა სამოქალაქო ომის ზღვარზეა გარდა იმისა, რომ მას ღია ომი აქვს ტერორისტულ დაჯგუფებასთან და ყოველდღიურად ასობით რაკეტის მოგერიება უხდება. ისრაელის მთავრობის თქმით, ისინი შიდა დაპირისპირებას არანაკლებ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ," - განაცხადა "ღამის კურიერში" მიხეილ ხეცოიძემ.