20 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ისრაელი მზად არის სახმელეთო შეტევისთვის, სადაც თავს აფარებენ ტერორისტები, ქვეყანამ სამხედრო სამსახურში 12 000 რეზერვისტი გაიწვია - მიხეილ ხეცოიძე

ისრაელი მზად არის სახმელეთო შეტევისთვის - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში ისრაელში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მიხეილ ხეცოიძე ჰყვება.

როგორც ჟურნალისტი განმარტავს, ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო სამსახურში 12 000 რეზერვისტი გაიწვიეს, რაც საერთო რაოდენობის 70%-ს შეადგენს.

"გუშინ ცნობილი გახდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ბენი განცის მეშვეობით, რომ ისრაელის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს რეზერვისტების 70%, რაც დაახლოებით 12 000-ს რეზერვისტს გულისხმობს.

თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელი მზად არის სახმელეთო შეტევისთვის, თუმცა კონკრეტულად არ სახელდებოდა მასიური შეტევა, ეს გულისხმობს ლოკალურ თავდასხმებს ღაზას სექტორის რამდენიმე ტერიტორიასთან, სადაც თავს აფარებენ ტერორისტები.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, მან ასევე აღნიშნა, რომ ისრაელს არ სჭირდება ღაზას სექტორის სრული აღება და განადგურება, რადგან ისინი საკმაოდ წარმატებით ახორციელებენ საჰაერო თავდასხმებს," -განაცხადა მიხეილ ხეცოიძემ.

დღის ამბები