სირიიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, რაკეტების განეიტრალება ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითმა სისტემებმა შეძლეს.
თუ ვინ დგას სარაკეტო იერიშის უკან, ამ დროისთვის დამატებითი დეტალები, არ ვრცელდება.
სირიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო შეტევის შესახებ ფაქტის შესახებ BBC-იც იუწყება. გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ორი კი, დაუსახლებელ სივრცეში.