25 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
რუსეთმა შეერთებული შტატები და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა

რუსეთმა შეერთებული შტატები და ჩეხეთი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიაში ოფიციალურად შეიყვანა. ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულების მიხედვით, რუსეთი არამეგობრული ქვეყნების დიპლომატიურ მისიებსა და სხვა სააგენტოებში ადგილობრივი თანამშრომლების რაოდენობას შეზღუდავს.

აპრილის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სიაში, უკრაინასთან და პოლონეთთან ერთად საქართველოც მოხვდებოდა.

რუსეთის გადაწყვეტილება ბოლო დროს მომხდარ დიპლომატიურ სკანდალს უკავშირდება, რა დროსაც ჩეხეთმა რუსეთის 18, შეერთებულმა შტატებმა კი 10 დიპლომატი გააძევა. 

დღის ამბები