ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი პანდემიის დასაწყისიდანვე საქართველოს გვერდში უდგას. მისი თქმით, ევროკავშირმა მხარი დაუჭირა საქართველოში სამედიცინო ტრენინგებს და ვაქცინაციის პროცესს.
"ევროკავშირი COVID-19 პანდემიის დაწყებიდან საქართველოს გვერდით დგას. საქართველოს 2 მილიონ ერთეულზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობის მიღებაში დავეხმარეთ.
ასევე, მხარი დავუჭირეთ სამედიცინო ტრენინგებს და ვაქცინაციის პროცესის განხორციელებას. ევროკავშირის დახმარებით, საავადმყოფოების განახლებისთვის გამოყო დაფინანსება.
საქართველომ უკვე მიიღო პირველი ვაქცინები COVAX-ის საშუალებით, რომლის უდიდეს მხარდამჭერსაც ევროკავშირი წარმოადგენს.
ევროკავშირმა პირდაპირი ფინანსური დახმარება გაუწია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დასახმარებას ისახავს მიზნად.
და ბოლოს, ევროკავშირმა დამატებითი დაფინანსება გამოყო კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებისთვის, რათა ხელი შეეწყო ბიზნესისთვის პანდემიის კრიზისის დაძლევაში,"- კარლ ჰარცელი.