25 აპრილი 2024,   14:42
ვრცლად
სომხეთის პრემიერი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს​

სომხეთი პუტინს სამხედრო დახმარებას სთხოვს - ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერევანი რუსეთისგან დახმარებას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს. გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანი სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანმა ბრალდება უარყო. ოფიციალური ბაქო, სომხეთის რეაქციას არაადეკვატურს უწოდებს და აზერბაიჯანის მისამართით მწვავე განცხადებებს შიდა პოლიტიკურ პროცესებს უფრო კონკრეტულად კი მოახლოებული არჩევნებს უკავშირებს.

დღის ამბები