25 აპრილი 2024,   08:56
ვრცლად
"ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმაოდგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას - თეთრი სახლის პრესმდივანი

ისრაელსა და პალესტინაში დილიდან ავიაიერიშები განახლდა. "ჰამასმა" რამდენიმე საათის წინ თელავივიბერშევააშდოთი და აშკელონი დაბომბა.

სარაკეტო თავდასხმები გრძელდება ღაზას სექტორის მიმართულებითაც. გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომამდე ერთი დღით ადრე, იმ ფონზე, როდესაც ისრაელში საგანგებო მისიით, შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ჩავიდა, ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

ისრაელის ქალაქებში არ წყდება განგაშის ხმა, რა დროსაც მოქალაქეები ვალდებულები არიან ბობმებისგან თავდაცვის მიზნით, თავშესაფარში ჩავიდნენ.

საომარი მოქმედებებიდან დღემდე პალესტინის მხარეს 137 ადამიანია დაღუპული მათ შორის 36 ბავშვია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1000 უახლოვდება.

რაც შეეხება ისრაელს, ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით პროცესში დიპლომატები ჩაერთნენ, ეგვიპტის წარმომადგენლობამ დაზავებაზე ისრაელს უარი უთხრა, ახლო აღმოსავლეთში დღეს ჩაფრინდა აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი,რომელიც ახლა მხარეებს უნდა დაელაპარაკოს.

თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი, აცხადებს, რომ ადამიანების ყურება ახლა ყველაზე რთულია, ჯენ ფსაკი აღნიშნავს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს. 

"ჩვენი მთავარი სამუშაო ვითარების დეესკალაცია, ბევრ დიალოგს ვაწარმოებთ სხვადასხვა მხარესთან. ჩვენ დიდი ნდობა გვაქვს ჩვენი გუნდის მიმართ, რომელიც ადგილზეა. საშინელი სანახავია, როგორ იღუპებიან ბავშვები. მოსახლეობას უნდა ახსოვდეს, რომ "ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა და არ წარმაოდგენს პალესტინელი ხალხის პოზიციას,"- აღნიშნა ჯენ ფსაკმა.

დღის ამბები