20 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
ამარცხებს თუ არა ინდოეთი პანდემიას - რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდება

ინდოეთში პანდემიასთან დაკავშირებით დადებითი ცვლილებები ფიქსირდება.

რუსული პრეპარატი რიგით მესამეა, რომელსაც ინდოეთის ადგილობრივი მოსახლეობის იმუნიზაციისთვის იყენებენ. ინდოეთში "Спутник V" დროულად შეიტანეს, თუმცა კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება ქვეყანაში კვლავ მძიმეა.

მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად, ინდოეთში მდგომაროება უმჯობესდება - ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გასული 24 საათის განმავლობაში 300 000 ინფიცირების შემთხვევა დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი მაისის დასაწყისში დაფიქსირდა - 400 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა.

ინფიცირების საერთო რაოდენობა ინდოეთში 25 მილიონს აღწევს. გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი კი 270 000-ზე მეტია.

დღის ამბები