19 აპრილი 2024,   22:16
ვრცლად
შემოსავლების სამსახურმა კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმი  ამოიღო.

"კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მიერ, რომელშიც გაერთიანებულები არიან შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის,  საპატრულო პოლიციის, ასევე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, "სადახლოს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რისკის ანალიზის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შეჩერებული იქნა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილი, რომლის დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, დაახლოებით 230 ათასი ლარის ღირებულების არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები