19 აპრილი 2024,   23:18
ვრცლად
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის იერიშები დილიდან გრძელდება - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 212 პალესტინელი, მათგან 61 ბავშვია

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის იერიშები დილიდან გრძელდება - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 212 პალესტინელი, მათგან 61 ბავშვია. დაშავდა1 500 ადამიანი. ისრაელის მხარეს კი 10 დაღუპულია, მათგან 2 ბავშვი. ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ცენტრალურ ინფრასტრუქტურაზე.

პალესტინური მხარის ცნობით კი, ისრაელის დარტყმების შედეგად მუშაობა შეწყვიტა ღაზის სექტორში მოქმედმა ერთადერთმა კოვიდლაბორატორიამ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ჰამასის წინააღმდეგ იერიშები კიდევ ორ დღეს გასტანს. ცოტა ხნის წინ სატელეფონო საუბარი შედგა ისრაელის პრემიერსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის.

ამერიკის პოზიცია უცვლელია, ჯო ბაიდენი ცეცხლის შეწყვეტის მომხრეა.

დღის ამბები