19 აპრილი 2024,   18:46
ვრცლად
ჩვენი დირექტივა ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის გაგრძელებაა, დღეს "ისლამური ჯიჰადის" კიდევ ერთი მეთაურია ლიკვიდირებული - ისრაელის პრემიერი

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის იერიშები დილიდან გრძელდება. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 212 პალესტინელი, მათგან 61 ბავშვია. დაშავდა 1,500 ადამიანი. ისრაელის მხარეს კი 10 დაღუპულია, მათგან 2 ბავშვი.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს ჰამასის ცენტრალურ ინფრასტრუქტურაზე. მათივე განცხადებით, ღაზაში 150 ტერორისტია მოკლული.

პალესტინური მხარის ცნობით, კი ისრაელის დარტყმების შედეგად მუშაობა შეწყვიტა ღაზის სექტორში მოქმედმა ერთადერთმა კოვიდლაბორატორიამ. საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი დირექტივა ტერორისტულ სამიზნეებზე იერიშის გაგრძელებაა. ისრაელის თავდაცვის ძალები კარგად მოქმედებს, დღეს "ისლამური ჯიჰადის" კიდევ ერთი მეთაურია ლიკვიდირებული, ჩვენ დავარტყით ჰამასის საზღვაო დანაყოფს და ვაგრძელებთ დარტყმებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე - ჰამასის მეტროზე და სხვა სამიზნეებზე. ჩვენ გავაგრძელებთ ისე მოქმედებას, როგორც საჭიროა ისრაელის ყველა მცხოვრებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად" - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები