25 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ყოფილი სკოლის ეზოში 215 ბავშვის ცხედარს მიაგნეს - კანადაში გარდაცვლილი აბორიგენების ვინაობის დადგენას ცდილობენ

კანადაში, აბორიგენი მოსახლეობის ყოფილი სკოლის ეზოში დამარხული 215 ბავშვის ცხედარს მიაგნეს, ინფორმაციას "ინსაიდერი" ავრცელებს. 

ცხედრები გასულ კვირას აღმოაჩინეს კამლუპსის სკოლაში, ვანკუვერიდან 350 კმ-ის დაშორებით. სკოლაში მე-19 - მე-20 საუკუნეებში ათასობით აბორიგენი ბავშვი სწავლობდა. 

ბავშვების დიდი ნაწილი სკოლიდან სახლში აღარასოდეს დაბრუნებულა, სასწავლებლებში 4100-ზე მეტი ბავშვი გარდაიცვალა. 

სამართალდამცველები გარდაცვლილი 215 ბავშვის შესახებ ინფორმაციას მოიძიებენ. 

დღის ამბები