19 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ქუთაისის განახლებული აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა დასრულდა - გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები

დასრულდა ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის შიდა ინტერიერის მოწყობა. გაერთიანდა ძველი და ახალი ტერმინალები.

ორივე ტერმინალის გაერთიანების შედეგად ქუთაისის აეროპორტს აქვს ერთიანი ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც მისი შეუფერხებელი ოპერირებისთვის არის საჭირო.

აქამდე თუ ძველი ტერმინალი წლიურად 600 ათასი მგზავრის გატარებას ახერხებდა, განახლებული ტერმინალის შემთხვევაში მგზავრთა გამტარუნარიანობა წელიწადში 2 ნახევარ მილიონამდე გაიზარდა.

ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალში სარეგისტრაციო დახლების რაოდენობა 10-დან 18-მდე გაიზარდა, აქედან ორი ე.წ. baggage drop off -ია, სადაც მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

გაზრდილია სასაზღვრო გამშვები ჯიხურების რაოდენობა გაფრენის ზონაში 6-დან 11-მდე, ხოლო მოფრენის მხარეს კი - 8-დან 14-მდე. 

განახლებულ ტერმინალში მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა და გამწვანებული ტერასა. აეროპორტს აქვს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) და საათში 1200 მეტი მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

განახლებული ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. ტერმინალის გაფართოება/აღჭურვა 35 მლნ აშშ დოლარი დაჯდა (110 მლნ.ლარი).

აეროპორტის გაფართოების პროექტზე დასაქმებული იყო 500 ზე მეტი ადამიანი. პროექტში ჩართული იყო 100-ზე მეტი წამყვანი ქართული და უცხოური კომპანია

დღის ამბები