25 აპრილი 2024,   08:21
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი იერუსალიმში - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია 

ხანძარი იერუსალიმის შემოგარენში - ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რამდენიმე სოფლიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია 300 ჰექტრამდე ტერიტორია.

ხანძარი იყო მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე არსებულ დასახლებებთანაც. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 29 ეკიპაჟი და 10 ვერტმფრენი.

დროებით მოძრაობა შეიზღუდა მაგისტრალებზე, მათ შორის იერუსალიმისა და თელ-ავივის დამაკავშირებელ მთავარ გზაზე. რამდენიმე საათით გადაიდო სარკინიგზო რეისებიც.

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა ისრაელის მხარე ვარაუდობს, რომ ცეცხლი ხელოვნურად, წინასწარი განზრახვით გააჩინეს.

დღის ამბები