ლოს-ანჯელესში 79 წლის მონაზონმა მარგარეტ კრეპერმა, აღიარა, რომ 10 წლის განმავლობაში, წმინდა ჯეიმსის კათოლიკური სკოლიდან 835,000 აშშ დოლარი მოიპარა და კაზინოში დახარჯა. ამის შესახებ NBC News იუწყება.
ახლა 79 წლის მონაზონი პენსიაზეა, მანამდე კი, კათოლიკურ სკოლას 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ის სკოლის ფინანსებსა და ანგარიშებს აკონტროლებდა, ასევე ჰქონდა წვდომა შემოწირულობებზე, პერსონალის ჰონორარებსა და სწავლის საფასურზე.
მერი მარგარეტ კრეპერს ელექტრონული თაღლითობა ედება ბრალად.
79 წლის ქალს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.