18 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
კინობიბლიოთეკაში რეზო გაბრიაძის კუთხე გაკეთდება

 პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ "ღამის კურიერის" რეო გაბრიაძის შესახებ საუბრისას აღნიშნა, კინობიბლიოთეკაში რეზო გაბრიაძის სახელობის კუთხე გაკეთდება, სადაც მისი საარქივო მასალა განთავსდება.

"გვინდა კინობიბლიოთეკაში იყოს ცალკე კუთხე რეზო გაბრიაძის, რომელიც იგულისხმებს, არა მხოლოდ მის საარქივო მასალას, არამედ ტექსტებსაც. 

შეიძლება ეს ახლო მომავლის საქმე არ არის, რადგან რეზო გაბრიაძე დიდ და სერიოზულ კვლევებს საჭიროებს. ეს კუთხე, რაც გაკეთდება დარწმუნებული ვარ, რომ სულ ცოცხალი იქნება. თავად რეზო გაბრიაძის შემოქმედებაც ასეთი სიცოცხლით სავსეა," - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

დღის ამბები