20 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
ქალმა, მეორე ქმრის თანხმობით, შვილი 5 წლის წინ გარდაცვლილი პირველი ქმრისგან გააჩინა

ამერიკელმა ქალმა კიმბერლი ჰოლმს-ივერსონმა 5 წლის წინ გარდაცვლილი ქმრისგან შვილი გააჩინა. ეს ყველაფერი ინ ვიტრო განაყოფიერების წყალობით მოხდა. ამის შესახებ  The Sun-ი იუწყება.

კიმბერლი და მისი ქამარი რაშიდი ბავშვებზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდნენ, თუმცა მათი სურვილი ვერ შესრულდა. მამაკაცი საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მას ავტომობილი დაეჯახა. რაშიდის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში კიმბერლიმ მეგობრებს თხოვნით მიმართა დახმარებოდნენ გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა გარდაცვლილი ადამიანისგან ბიომასალის აღება. მათ ექიმს მიმართეს და საბოლოოდ რაშიდის სპერმა გაყინეს.

ქმრის სიკვდილიდან 5 წლის შემდეგ კიმბერლი თავის მეგობარ დარიანზე დაქორწინდა.  ქალმა თავის ქმარს მოუყვა, რომ სურვილი ჰქონდა შვილი გარდაცვლილი ქმრისგან გაეჩინა, რომელიც მამობაზე ოცნებობდა. კიმბერლის ამჟამინდელმა ქმარმა მის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.

დარიანი თავის ცოლს ორსულობის პერიოდში მუდამ მხარში ედგა, ისინი ერთად დადიოდნენ ექოსკოპიაზე თუ სხვა პროცედურებზე. 2021 წლის ივნისში წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც კირანი დაარქვეს, გოგონას სახელი კიმბერლისა და დარიანის სახელების შეერთებით მიიღეს, ასევე  სანსკრიტიდან თარგმანში ნიშნავს "სინათლის სხივს".

დღის ამბები