20 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
იტალიელი ქალი, რომელსაც ორსულობის დროს გულის შეტევა ჰქონდა, 10 თვიანი კომიდან გამოფხიზლდა

37 წლის იტალიელი ქრისტინა როზი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც გასული წლის ივლისში გულის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდა. 

ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, თუმცა დედა კომატოზურ მდგომარეობაში დარჩა, ვარაუდობდნენ, რომ მისი ტვინიც დაზიანდა, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგ ქრისტინამ გაიღვიძა. 

კომიდან გამოღვიძების შემდეგ პაციენტი სპეციალიზებულ და ხანგრძლივ რეაბილიტაციას ავსტრიის კლინიკაში გადის. 

მისი ქალიშვილი ამჯერად თავს კარგად გრძნობს, თუმცა დედის მსგავსად, საავდმყოფოში რამდენიმე თვის გატარება მასაც მოუხდა, ვინაიდან, მშობიარის რთული მდგომარეობის გამო პატარას ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, შესაბამისად დაბადების შემდეგ არაერთი სამედიცინო ჩარევა და დახმარება დასჭირდა.  

დღის ამბები