ლარის კურსი, ბიუჯეტის შესრულება და ეკონომიკური მაჩვენებლები - იქნება მთავარი თემები რაზეც ლაშა ხუციშვილს მოუწევს საუბარი.
მას საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში ელოდებიან. ოპოზიცია აცხადებს, რომ კითხვები საკმაოდ კრიტიკული იქნება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრს უამრავ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
"როგორც კი ჩავხედავთ ბიუჯეტს მაშინვე დავინახავთ ამ ხელისუფლების ეკონომიკური წარუმატებლობის საშინელ სურათს,"-აღნიშნა გოცირიძემ.
პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ხაზს უსვამს, რომ მთავარი კითხვები არამიზნობრივ ხარჯებსა და კორუფციას შეეხება.