24 აპრილი 2024,   22:54
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა დონბასში არსებული ვითარება განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა სატელეფონო საუბრის დროს დონბასში არსებული ვითარება განიხილეს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ NATO-ს სამიტზე ალიანსის ლიდერები რუსეთის აგრესიასა და მის შეკავებაზე იმსჯელებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობაზე და ალიანსს უკრაინის სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები