25 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
ისრაელი ქვეყანაში ბეწვეულით ვაჭრობას კრძალავს

ისრაელი  ნატურალური ბეწვეულის ტანსაცმლად გამოყენებას კრძალავს. ეს რეფორმა 1976 წელს მიღებული რეგულაციების გაუმჯობესებული ვარიანტია. ცხოველების დასაცავად კანონი ეკოლოგიის მინისტრმა, გარემოს დამცველმა გილა გამილიელმა მიიღო.

ეს ისტორიული მოვლენაა, ვინაიდან ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სრულად აკრძალა ნაციონალურ დონეზე ბეწვეულის გამოყენება.

"ჩვენ ისრაელის ტანსაცმლის ბაზარს მეტად ეკოლოგიურს გავხდით, ჩვენ უნდა დავინდოთ ცხოველები," - განაცხადა გამილიელმა.

ახალი რეფორმა მასობრივ ეფექტს ისრაელზე დეკემბრიდან მოახდენს, ახლა კი უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რომ ქვეყანაში გაყიდოთ ან შეიძინოთ ბეწვეულის პროდუქტი ყოველდღიური გამოყენებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი  საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ნატურალური ბეწვეულის ტანისამოსად გამოყენების მკაცრი აკრძალვის მიუხედავად, არის გარკვეული დაშვებაც, ბეწვეულით ვაჭრობა დაშვებული იქნება მხოლოდ რელიგიური, მეცნიერული ან საგანმანათლებლო საჭიროებებისას.

დღის ამბები