26 ივლისი 2021,   16:34
ვრცლად
ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის - ივანე ჩხაიძე

საქართველოში დღიურად დაახლოებით 6 000 ადამიანი იცრება, თუმცა ეპიდემიოლოგთა თქმით, საზოგადოების აქტივობა ჯერ კიდევ დაბალია. თუმცა, მედიკოსები და იმუნოლოგები ყურადღებას ვაქცინების მცირე რაოდენობაზეც ამახვილებენ. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ვაქცინების რაოდენობა საკმარისი არ არის. 

"დღევანდელი ვაქიცნების რაოდენობა საკმარისი არ არის. 3 მილიონ 200 000 დოზა,რომელსაც ზაფხულში ველოდებით, იქნება ის რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად მოგვცემს საშუალებას დღიურად 14-15 000 ადამიანზე ავიდეთ,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი იმედოვნებს, რომ ოქტომბრისთვის იმუნიზაციის პროცესი უფრო მეტად გააქტიურდება და ქვეყანაში მილიონ ნახევარი ადამიანი მაინც აიცრება. 

ჯანდაცვიც სექტორი საზოგადოებას მასობრივი იმუნიზაციისაკენ მოუწოდებენ, რადგან მათი თქმით, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა  მხოლოდ აცრაა

დღის ამბები