20 აპრილი 2024,   00:37
ვრცლად
პუტინთან ცეკვის შემდეგ, ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი "როსნეფტში" დასაქმდა

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი კარინ კნეისლი რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიის "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ Novayagazeta იუწყება.

კნეისლის კანდიდატურა დირექტორთა საბჭოს ახალი შემადგენლობა კომპანიის აქციონერებმა ყოველწლიურ კრებაზე დაამტკიცეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, კარინ კნეისლის ქორწილს ესწრებოდა. მან პატარძალთანაც იცეკვა და საქორწინო საჩუქრად სოფლის ცხოვრების ამსახველი ნახატი და სამოვარი აჩუქა. ქორწილში მის მიპატიჟებას ავსტრიის ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

ცნობისთვის, "როსნეფტი" რუსეთის ყველაზე მსხვილი ნავთობკომპანიაა. მას ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი იგორ სეჩინი ხელმძღვანელობს.

"როსნეფტის" საბჭოს წევრთა განახლებულ სიას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს. 

დღის ამბები