25 აპრილი 2024,   08:43
ვრცლად
სწრაფი კვების 19 თანამშრომელი პოლიციელებისთვის უფასო ბურგერების მიცემაზე უარის გამო დააკავეს - შემთხვევა პაკისტანში მოხდა

პაკისტანში სწრაფი კვების რესტორნის 19 თანამშრომელი დააკავეს. მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, თანამშრომლებმა პოლიციის ოფიცრებს უფასო ბურგერებით გამასპინძლებაზე უარი უთხრეს. ინფორმაციას bbc.com ავრცელებს. 

Johnny & Jugnu-ის ერთ-ერთ ქსელში დასაქმებულები მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ დაკავებულები.

"მსგავსი რამ პირველად არ მომხდარა ჩვენს რესტორანში“ -  წერია ბურგერების ქსელის განცხადებაში.

ინციდენტში მონაწილე 9 პოლიციელს ამ დროისთვის საქმიანობა დროებით შეუჩერდა.

პროვინციის პოლიციის მაღალჩინოსანმა ინამ ღანიმ განცხადება  Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

"არავის აქვს უფლება კანონი საკუთარ თავზე მოირგოს.  ყველა მათგანი დაისჯება,“ - წერს პოლიციის მაღალჩინოსანი. 

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი იმრან ხანამი პენჯაბის რეგიონში პოლიციის რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.

დღის ამბები