25 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
10 წლის ბიჭმა საკუთარი სიცოცხლის ფასად უმცროსი და დახრჩობას გადაარჩინა - ტრაგედია სამხრეთ დაკოტაში

აშშ-ში, სამხრეთ დაკოტელმა 10 წლის ბიჭმა საკუთარი სიცოცხლის ფასად უმცროსი და დახრჩობას გადაარჩინა. ამის შესახებ The Independent-ი წერს. 

შაბათს 12 ივნისს, 10 წლის რიკი ლი სნივი მდინარე ბიგსიუს ნაპირზე ოჯახთან ერთად ისვენებდა. მასთან ერთად იყო მამა, უმცროსი და და 2 უმცროსი ძმაც.  მოულოდნელად უმცროსი ბავშვები მდინარეში ჩაცვივდნენ და ჩაძირვა დაიწყეს.

მამა წყალში გადახტა, რომ პატარა ბიჭები ამოეყვანა, რიკიმ კი დის გადასარჩენად შეცურა.  ბიჭი დას ნაპირამდე მიღწევაში დაეხმარა, თავად კი წყლის ქვეშ გაუჩინარდა. მამამ და და-ძმამ მისი დამოუკიდებლად მოძებნა ვეღარ მოახერხეს.  რიკის სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და მაშველები ჩაერთვნენ. 13  ივნისს გამთენიისას გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი მყვინთავებმა იპოვეს.

მან და საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა - აღნიშნა რიკის დედამ. მისი თქმით, ბიჭი ყოველთვის ზრუნავდა ახლობლებზე და ის იყო მისი საუკეთესო მეგობარი და მხარდამჭერიც.

დღის ამბები