19 აპრილი 2024,   07:01
ვრცლად
საქართველოში +37 გრადუსი სიცხე და წვიმაა მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

უახლოეს დღეებში საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 17 ივნისს დღისით ჰაერის ტემპერატურა +37 გრადუსს მიაღწევს, ამასთან მოსალოდნელია დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ნაწილობრივ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც, ტემპერატურა +14,+30 გრადუსი იქნება.

უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისში ტემპერატურა +20,+34 გრადუსი იქნება. 18 ივნისს დედაქალაქში ხანმოკლე წვიმა და ელ-ჭექია შესაძლებელი.

დღის ამბები