გარემოს დაცვის მინისტრი კიკეთში ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. პროცესი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ტყეებში, უკვე მეორე წელია, გერმანიის მთავრობის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ტყეების აღრიცხვის პარალელურად ხდება მეტყევეებისა და შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება. მსგავსი პროგრამა საქართველოში პირველად ტარდება.